Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ინფორმაცია გორან ჰაჯიჩის ექსტრადიციის შესაძლო დაწყების შესახებ


ვარაუდობენ, რომ ბელგრადის აერპორტში ომის დანაშაულებში ბრალდებული გორან ჰაჯიჩი ექსტრადიციისთვის ბადრაგმა მიიყვანა. ბელგრადის სასამართლოსა და ციხის კომპლექსი, სადაც ჰაჯიჩი ჰყავდათ დაკავებული, ბადრაგმა დღეს დილით დატოვა. დაზუსტებით არ არის ცნობილი ეს ცნობები მართლაც უკავშირდება, თუ არა ჰაჯიჩის ექსტრადიციის დაწყებას. სერბეთის ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს. ამასთან, ჰაჯიჩის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჰაჯიჩი არ აპირებს ექსტრადიციის საკითხის გასაჩივრებას და რომ მისი ექსტრადიცია შეიძლება 22 ივლისსვე მოხდესო.
XS
SM
MD
LG