Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: გამოძიებამ მარცხი განიცადა


დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ ადვოკატების - ეკა ბესელიასა და ლადო მაჭარაშვილის - აცილება მოითხოვა. 22 ივლისს, დაკავებულის უკვე ყოფილმა ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ეკა ბესელიამ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მარცხი უწოდა. მისი თქმით, საქმეს ადვოკატები სამართლიანი აქტიურობის გამო ჩამოაშორეს, ხოლო საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რომელსაც აღარ მოჰყვება საქმის არსებითი განხილვის სასამართლო პროცესი, ხელისუფლებას დაუსაბუთებელი ბრალდების მისაჩქმალად სჭირდება. ეკა ბესელიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გაგრძელდება მონიტორინგის პროცესი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე.
XS
SM
MD
LG