Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო დამნაშავეობისთვის ძებნილი გორან ჰაჯიჩი სერბიიდან ნიდერლანდში გაგზავნეს


ხორვატიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, გორან ჰაჯიჩი, რომელიც გაეროს ტრიბუნალის მიერ იძებნებოდა, ჩავიდა ნიდერლანდში, სადაც ის სასამართლოს წინაშე წარდგება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. დღეს ჰაჯიჩს უფლება მისცეს, უკანასკნელად მოენახულებინა თავისი ავადმყოფი დედა. ის მასთან პოლიციის ესკორტით მივიდა. ჰაჯიჩს ბრალი ედება ხორვატიაში 1991-95 წლების ომის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებში - მათ შორის ვუკოვარის დანგრევასა და ქალაქის განადგურების შემდეგ ორასამდე ხორვატი პატიმრის დახოცვაში.
XS
SM
MD
LG