დიდი ბრიტანეთის ბიზნესის საკითხების მინისტრმა ვინს კეიბლმა „ფსიქოპათები“ უწოდა ამერიკელ რეპსუბლიკელ კონგრესმენებს, რომლებიც ხელს უშლიან შეერთებული შტატების მიერ ვალების ზღვარის გაზრდას. კეიბლმა ბი-ბი-სი-ს განუხცადა რომ შეერთებული შტატების შესაძლო დეფოლტი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ვიდრე ევროზონის წევრი ქვეყნების საკრედიტო პრობლემები. თუკი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ შეძლებენ 2 აგვისტომდე შეთანხმებას ამერიკის სახელმწიფო ვალის შემცირების გზებზე და არ აამაღლებენ დავალიანების ზღვარს, შეერთებული შტატების მთავრობა გადახდისუუნარო გახდება. პრეზიდენტ ობამასა და კონგრესის ლიდერებს შორის შაბათს გამართულმა საგანგებო თათბირმა შედეგი ვერ მოიტანა.