Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიელი ბრალდებული აცხადებს, რომ რამდენიმე უჯრედთან თანამშრომლობდა


ნორვეგიაში პარასკევს მოწყობილ თავდასხმებში ბრალდებული ანდერს ბერინგ ბრეივიკის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ამბობს, რომ თანამშრომლობდა ორ უჯრედთან ნორვეგიაში და რამდენიმე უჯრედთან უცხოეთში. ადვოკატის თქმით, ბრეივიკი ამბობს ასევე, რომ თავდასხმები, რომლებმაც, სულ ცოტა, 76 ადამიანი შეიწირა, „აუცილებელი“ იყო „საომარი მდგომარეობის“ გამო. ბრეივიკმა დახოცა, სულ ცოტა, 68 ადამიანი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში კუნძულ უტოიაზე მას შემდეგ, რაც რვა ადამიანი დაიღუპა ოსლოში მის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ორშაბათს საღამოს ოსლოში 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. გუშინ ბრეივიკი, რომელიც უტოიაზე დააკავეს, ოსლოში სასამართლოს წინაშე წარდგა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
XS
SM
MD
LG