Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, ბრეივიკი სავარაუდოდ, „შეურაცხადია“


ნორვეგიაში პარასკევს მოწყობილ თავდასხმებში ბრალდებულ ანდერს ბერინგ ბრეივიკის ადვოკატის, გეირ ლიპესტადის განცხადებით, მისი კლიენტი სავარაუდოდ, „შეურაცხადია“. მისივე თქმით, ბრეივიკს ფსიქიატრიული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს. ადვოკატის თანახმად, ბრალდებული ამბობს, რომ თანამშრომლობდა ორ უჯრედთან ნორვეგიაში და რამდენიმე უჯრედთან უცხოეთში. ადვოკატის თქმით, ბრეივიკი ამბობს ასევე, რომ თავდასხმები, რომლებმაც, სულ ცოტა, 76 ადამიანი შეიწირა, „აუცილებელი“ იყო „საომარი მდგომარეობის“ გამო. ბრეივიკმა დახოცა, სულ ცოტა, 68 ადამიანი მმართველი მუშათა პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში კუნძულ უტოიაზე მას შემდეგ, რაც რვა ადამიანი დაიღუპა ოსლოში მის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ორშაბათს საღამოს ოსლოში 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. გუშინ ბრეივიკი, რომელიც უტოიაზე დააკავეს, ოსლოში სასამართლოს წინაშე წარდგა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში ნორვეგიის საელჩოგში მივიდა თანაგრძნობის გამოსახატად.
XS
SM
MD
LG