Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მორიგი ფილმის პრეზენტაციას აწყობს


“ადამიანის უფლებათა ცენტრი” დღეს მორიგი ფილმის პრეზენტაციას გამართავს. ”დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”- ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც უცხოეთში მყოფი, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების ისტორიაა მოთხრობილი. ფილმში მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტერგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ცაბოშვილი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჟა ქარქუსაშვილი. ფილმში ისინი ყვებიან, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იდევნებოდნენ და იძულებულნი იყვნენ უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეღოთ.
XS
SM
MD
LG