Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პარლამენტი კოსოვოსთან მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის


ათი საათის განმავლობაში გაგრძელებული, მწვავე დებატების შემდეგ, სერბიის პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება მშვიდობიანად გადაიჭრას კოსოვოსთან შექმნილი კრიზისი. მას შემდეგ, რაც ამ პროვინციამ სამი წლის სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მსგავსი სიმწვავის კრიზისი პირველად შეიქმნა. ძალადობას ერთი ეთნიკური ალბანელი პოლიციელი ემსხვერპლა, ნატოს მშვიდობისდამცველები კი იძულებული გახდნენ ვითარებაში ჩარეულიყვნენ. სერბიის მმართველი, პრო-დასავლური კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატების უმრავლესობა დაეთანხმა პრეზდიენტ ბორის ტადიჩს, როცა მან პარლამენტს განუცხადა გასული კვირის ძალადობის პასუხად კოსოვოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამოვრიცხეო. თუმცა ტადიჩამდე სიტყვით გამოსულმა რამდენიმე ნაციონალისტმა დეპუტატმა მწვავედ გააკრიტიკა ნატო, კოსოვოში ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი, ეთნიკური ალბანელების მთავრობა - და ძალადობაშიც მათ დასდო ბრალი. ზოგიერთმა რადიკალმა ნაციონალისტმა პარლამენტარმა სერბიას კოსოვოში სერბი უმცირესობის სამხედრო ძალით დაცვისკენაც კი მოუწოდა. კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც კოსოვოს სპეცრაზმმა სერბიასთან ორი სასაზღვრო პუნქტი დაიკავა. კოსოვოელმა სერბებმა ამას გზების ბლოკირებით და ერთ-ერთი გამშვები პუნქტისთვის ცეცხლის წაკიდებით უპასუხეს.
XS
SM
MD
LG