Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს


საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის შეცვლას ითხოვს. გიორგი ტუღუშმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა მოხდეს კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარი ფორმულირება, რომელიც გამორიცხავს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობას. კერძოდ, საუბარია კოდექსის 314-ე მუხლის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად ჯაშუშობაა "აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა." სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 42-ე მუხლებს. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლის გამო, საზოგადოებრივმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელი მოამზადა.
XS
SM
MD
LG