Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ანძა 110 000 ლარად გაიყიდა


თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძა 110 000 ლარად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ აუქციონში, რომელსაც თბილისის ანძის ახალი მმართველი უნდა გამოევლინა, მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. მისი ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი.
1 აგვისტოს, ონლაინ აუქციონის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, მედიამ, არასამთავრობო სექტორის ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს პროტესტი თბილისის ანძის გასხვისების გამო. საპროტესტო აქცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაიმართა.
XS
SM
MD
LG