Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა და ობამამ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე ილაპარაკეს


ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს შედგა. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, მედვედევმა და ობამამ განიხილეს აგრეთვე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი. ”კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორივე მხარიდან წამოსულმა იმპულსებმა ხელი შეუწყო არსებითი პროგრესის მიღწევას მოლაპარაკებების პროცესში. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრა - მიმდინარე წლის ბოლომდე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება - სავსებით რეალურია. ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ამ მიმართულებით მუშაობის სტიმულაციისა და კოორდინაციის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე” - აღნიშნულია კრემლის პრეს-სამსახურის ცნობაში. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღეც მიულოცა.
XS
SM
MD
LG