Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სამი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების აღმოფხვრით უკმაყოფილების გამო სამი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. ესენი არიან: იაპონიის ენერგეტიკის სააგენტოს, ბირთვული და სამრეწველო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე. იაპონიის მთავრობას აკრიტიკებენ ფუკუსიმის კრიზისის გამო და ბრალს სდებენ იმაში, რომ მთავრობა ძალიან დაახლოებულია ატომურ ინდუსტრიასთან და არასაკმარისად დამოუკიდებელია.
XS
SM
MD
LG