Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თავი მოიკლა


ვარშავის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა ანჟეი ლეპერის თვითმკვლელობის ფაქტი. ქვეყნის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ანჟეი ლეპერმა თავი ჩამოიხრჩო. 57 წლის პოლიტიკოსი პარასკევ საღამოს პარტია „თავდაცვის“ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის გამომძიებლის თქმით ლეპერს არანაირი წერილი არ დაუტოვებია. ანჟეი ლეპერი 1990-იან წლებში გახდა ცნობილი, როდესაც სოფლის მეურნეობის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ სხვა ფერმერებთან ერთად სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება დაიწყო. 2001 წლის არჩევნებზე ლეპერის მიერ შექმნილი პარტია „თავდაცვა“ მესამე ადგილზე გავიდა. მთელი რიგი სკანდალების შემდეგ ლეპერი პოლიტიკას ჩამოცილდა და ბიზნესით იყო დაკავებული.
XS
SM
MD
LG