Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან ტაიფუნის გამო ევაკუირებულია ნახევარი მილიონი ადამიანი


ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთიდან, უძლიერეს ტაიფუნ „მუიფას“ მოახლოების გამო. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ტაიფუნი თავს დაატყდებოდა შანხაის სანაპიროს. შაბათს შანხაის ორ აეროპორტში ამის გამო 200-მდე საავიაციო რეისი გადაიდო, ხელისუფლება მზადყოფნაში იყო დაეხურა მეტრო და შეეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა. ბოლო პროგნოზების თანახმად, ტაიფუნი შანხაის გვერდს აუვლის და ჩრდილოეთით, პროვინცია შანდუნის სანაპიროს მიაღწევს. აღნიშნული ტაიფუნის გამო უკვე დაზარალდნენ ფილიპინები, ტაივანი და იაპონიის ოკინავას კუნძულები.
XS
SM
MD
LG