Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შვეულმფრენის ჩამოგდების უკან თალიბანის კვალი ჩანს


აშშ-ის ოფიციალური პირები ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ სატრანსპორტო შვეულმფრენი, რომელიც პარასკევს განადგურდა ავღანეთში, თალიბების ჩამოგდებული იყოს. სატრანსპორტო შვეულმფრენის აფეთქების შედეგად ბორტზე მყოფი 38 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის 30 ამერიკელი ჯარისკაცია, 8 კი -ავღანელი სპეცრაზმელი და ერთიც -თარჯიმანი. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომლის განცხადებით მათმა მებრძოებმა შვეულმფრენი ყუმბარსატყორცნით ჩამოაგდეს. დაღუპულთა უმრავლესობა ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების იმ სპეცდანიშნულების დანაყოფის მებრძოლია, რომლებმაც საკუთარ საცხოვრებელ რეზიდენციაში უსამა ბინ ლადენი მოკლეს. თუმცა ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა უარჰყო ხმები, თითქოს დაღუპულთა შორის ყოფილიყოს იგივე შემადგენლობა, რომელმაც პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ნომერი პირველი ტერორისტი გაანადგურა. პენტაგონი და ნატოს სარდლობა ავღანეთში ერთობლივად იძიებენ სატრანსპორტო შვეულმფრენის ჩამოგდების მიზეზებს.
აღნიშნული საავიაციო კატასტროფა, რომელიც ვარდაკის პროვინციაში მოხდა, უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი ინცინდენტი მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალებმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს ავღანეთში.
XS
SM
MD
LG