Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 30-მდე ადამიანი დახოცეს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცებმა, სულ ცოტა, 30 ადამიანი დახოცეს და თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბინიშში შეიჭრნენ მიუხედავად თურქეთის მოწოდებისა, შეწყდეს ძალადობა სირიის პრეზიდენტის ოპონენტთა წინააღმდეგ. სირიელი აქტივისტებისა და თვითმხილველების ცნობით, დღევანდელი მსხვერპლის დიდი ნაწილი შეიწირა ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შეჭრამ ქალაქ ჰამასთან მდებარე სოფლებში. ხოლო ქალაქ ბინიშში, რომელიც თურქეთის საზღვართან 30 კილომეტრში მდებარეობს, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დღეს დამსაკს ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ და შეხვდა სირიის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომელსაც მოუწოდა ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისაკენ. დავუთოღლუს ვიზიტამდე, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთს „მოთმინების ფიალა აუვსო“ სირიაში ძალადობამ. თურქეთს, რომელიც სირიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ამ ქვეყანასთან 850-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს.
XS
SM
MD
LG