Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ უპილოტო თვითმფრინავებიდან იერიშის შედეგად 20-ზე მეტი პირია მოკლული


პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის ახლოს მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში სულ ცოტა 20 მეამბოხეა მოკლული აშშ უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. უშიშროების ადგილობრივი უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ორი ჭურვი მოხვდა შენობას, რომელიც ქალაქ მირანშაჰის ახლოს მდებარეობდა. ”ასოშიეიტედ პრესი” ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახოცილებიდან 16 პირი ანტი-ამერიკულ ქსელ ”ჰაკანისთან” დაკავშირებული ავღანელი მეამბოხე იყო. სააგენტო ”როიტერსი” ასევე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოკლულთა შორის თალიბანის ადგილობრივი წევრები, აგრეთვე არაბები და უზბეკები იყვნენ.
XS
SM
MD
LG