Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი საგანგებო შეხვედრაზე განიხილავს საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შვებულება შეწყვიტა და საგანგებო შეხვედრას მართავს გლობალურ საფინანსო ბაზრებზე აქციების ფასების მერყეობასთან დაკავშირებით. ინვესტორების შეშფოთებას იწვევს ევროზონასა და შეერთებულ შტატებში ვალებით გამოწვეული პრობლემები და შესაძლო ახალი რეცესიის საფრთხე. დღეს ბაზრები შედარებით სტაბილურია მას შემდეგ, რაც გუშინ უოლ სტრიტზე გაუმჯობესდა აქციების მაჩვენებლები. შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი მომდევნო ორი წლის მანძილზე შეინარჩუნებს ამჟამინდელ, დაბალ მაჩვენებელს. მეორე მხრივ, ვარაუდობენ, რომ სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ პურსმა“, რომელმაც პარასკევს ჩამოაქვეითა შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი, შესაძლოა, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღოს საფრანგეთთან მიმართებითაც.
XS
SM
MD
LG