Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებებს სულ ცოტა 6 ადამიანი შეეწირა


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, ქალაქ პეშავარში დღეს აფეთქება მოხდა. დაღუპულია სულ ცოტა 6 ადამიანი. პოლიცია აცხადებს, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა პოლიციის ბლოკ-პოსტთან აიფეთქა თავი და კიდევ ერთი ქალი მოკლა. პოლიციისთვის არ არის ცნობილი იყო, თუ არა მეორე ქალი თვითმკვლელი. თავდასხმა მოხდა რამდენიმე მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მანამდე ცოტა ხნით ადრე დისტანციური მართვის ნაღმზე პოლიციის მანქანა აფეთქდა. დაიღუპა 4 პოლიციელი და ერთი ბავშვი. დაშავდა 18 ადამიანი.
XS
SM
MD
LG