Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს


აბდულა მაჰომედალიევის ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს.
აბდულა მაჰომედალიევის ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს.
მოსკოვი თბილისს კვლავ ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ერთ-ერთ ლიდერს, დაღესტანში ლიკვიდირებულ აბდულა მაჰომედალიევს უცხოელი ემისრების მეშვეობით კონტაქტი ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურებთან და ტერორისტული საქმიანობისას მათი თანადგომით სარგებლობდა. ამავე ცენტრის ცნობით, მაჰომედალიევი, რომელიც კიდევ ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებას საქართველოს შსს-ში ღიმილის მომგვრელად მიიჩნევენ. სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ”მას შემდეგ, რაც საქართველომ წარადგინა დამაჯერებელი და ბევრის მიერ გაზიარებული მტკიცებულებები ქვეყანაში მომხდარ ტერაქტებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ, მოსკოვი გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებს.”
XS
SM
MD
LG