Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვს უკანონო აგიტაციაში ადანაშაულებენ


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბორის ნემცოვს, რომელიც დღეს რამდენიმე ხნით იქნა დაკავებული სანქტ პეტერბურგში, უკანონო აგიტაციაში ადანაშაულებენ. პოლიციის განყოფილებიდან გათავისუფლების შემდეგ, ნემცოვმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გამოძახებულია სასამართლოში, მისი საქმის განსახილველად. ნემცოვი, რომელიც დაურეგისტრირებელ პარტია „პარნასის“, ანუ ხალხის თავისუფლების პარტიის თანათავმჯდომარეა, დააკავეს, როცა არიგებდა პროკლამაციებს მოწოდებით, რომ ამომრჩეველმა ყველას წინააღმდეგ მისცეს ხმა 21 აგვისტოს მუნიციპალურ არჩევნებში. ამ არჩევნებში თავისი კანდიდატურა აქვს წამოყენებული სანქტ პეტერბურგის გუბერნატორ ვალენტინა მატვიენკოს, რომელსაც სჭირდება დეპუტატის მანდატი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში მოსახვედრად. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მატვიენკოსათვის შეთავაზებული აქვს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეობა.
XS
SM
MD
LG