Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუამარ კადაფის ძალებმა „სკადი“ გამოიყენეს


ლიბიაში მუამარ კადაფის ძალებმა ოპოზიციურ შენაერთებთან დაპირისპირების მანძილზე პირველად გამოიყენეს „სკადის“ ტიპის რაკეტა. ეს რაკეტა მათ ესროლეს ქალაქ ბრეგას, რომელიც ახლახან დაიკავეს მეამბოხეებმა. მეამბოხეთა სარდლობის ცნობით, კადაფის მოწინააღმდეგე ძალები დედაქალაქ ტრიპოლის უახლოვდებიან. ბრძოლები გრძელდება ქალაქების ზავიასა და გარიანის მიდამოებში. ზავიაში, ადგილობრივი ექიმების ცნობით, სამთავრობო ძალების სნაიპერებმა, სულ ცოტა, სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ორშაბათს მუამარ კადაფიმ თავის მომხრეებს მოუწოდა, დაიწყონ „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ მეამბოხეებისა და მათი მხარდამჭერი ნატოს ძალების წინააღმდეგ და ქვეყანა „მოღალატეებისგან გაწმინდონ“. კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა უარყვეს გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, თითქოს ტუნისის კუნძულ ჯერბაზე მათ შორის საიდუმლო მოლაპარაკება მიმდინარეობდეს.
XS
SM
MD
LG