ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო შუამავლების ”კვარტეტი” აკრიტიკებს ისრაელის გადაწყვეტილებას, გააფართოვონ მშენებლობა ებრაულ დასახლებებში იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე. ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ის და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთებას გამოხატავენ ორშაბათს ისრაელის მიერ დასახლება არიელში 277 ერთეული საცხოვრებლის აშენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ”კვარტეტის” განცხადებით ახალი მშენებლობ საფრთხის ქვეშ დააყენებს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.