Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორბაჩოვი: რუსეთი 1991 წლის შემდეგ უკან მიდის


საბჭოთა კავშირის ყოფილი, ბოლო ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის თქმით, რუსეთის 1991 წლის შემდეგ უკან მიდის და მას ცვლილებები სჭირდება. მან გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა და თქვა, რომ ქვეყანას ესაჭიროება თავისუფალი არჩევნები და ახალი ლიდერები. გორბაჩოვმა, სხვათა შორის, რუსეთის ახლენდელ მმართველ პარტიას,“ ედინაია როსიას“ უწოდა საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცუდი ასლი. გორბაჩოვმა ეს და სხვა განაცხადებები გააკეთა მის წინააღმდეგ გადატრიალების მცდელობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG