Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი აშშ-ისა და ჩინეთის თანამშრომლობის მოწოდებით გამოდის


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს ჩინეთის ერთ-ერთ ლიდერთან, სი ძინპინთან, შეხვედრაზე განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის სიჯანსაღე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის საერთო ენის გამონახვაზეა დამოკიდებული. როგორც ვარაუდობენ, სი ძინპინი მომავალ წელს ჩინეთის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ჰუ ძინტაოს შემდეგ. ბაიდენი ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. სი ძინპინი უფრო მეტი თანამშრომლობის მოწოდებით გამოვიდა „საერთო პასუხისმგებლობებისთვის“ თავის გასართმევად.
XS
SM
MD
LG