Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო სასამართლო დარბაზში ცუდად გახდა


უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ - რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით - დღეს სამედიცინო შემოწმების გავლა ითხოვა, ამოუცნობი სიმპტომების გამო. ტიმოშენკოს პრეს-სამსახურის ცნობით, ის ცუდად სასამართლო დარბაზში გახდა და მოსამართლემ პროცესი ორშაბათამდე გადადო, რათა ტიმშენკოს სამედიცინო შემოწმებისთვის დრო მიეცეს. ტიმოშენკოს ადვოკატმა, იური სურკოვმა, მოსამართლეს სთხოვა ნებართვა, ტიმოშენკო მისმა პირადმა ექიმმა გასინჯოს. ადვოკატის თქმით, სიმპტომები, რომელსაც ტიმოშენკო ავლენს, არც ერთ ცნობილ დაავადებას არ ესადაგება. თავად ტიმოშენკომ სასამართლოს განუცხადა, რომ ციხის ექიმებს არ ენდობა. მოსამართლეს ჯერჯერობით არ უთქვამს, მისცემს თუ არა განსასჯელის პირად ექიმს მისი გამოკვლევის ნებართვას.
XS
SM
MD
LG