Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ბრიტანეთის საბჭოზე თავდამსხმელები მოკლული არიან


თავდამსხმელები, რომელთაც დღეს აფეთქებები მოაწყვეს ქაბულში დიდი ბრიტანეთის საბჭოს ტერიტორიაზე, მოკლული არიან. ამის შესახებ ავღანეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი უილიამ პატეი იტყობინება. თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა. პატეის თქმით, ბრიტანეთის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. მეამბოხეებმა ბრიტანეთის საბჭოს შენობაში დღეს დილას შეაღწიეს მას მერე, რაც ჭიშკართან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. კიდევ ერთმა თვითმკვლელმა უკვე ბრიტანეთის საბჭოს ტერიტორიაზე აიფეთქა თავი. შემდგომ ხუთსაათიან შეტაკებაში ავღანეთში განთავსებული ნატოს საერთაშორისო ჯარები მონაწილეობდნენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დაგმო თავდასხმა. „ეს იყო აშკარად ტრაგიკული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ლაჩრული თავდასხმა. ისინი ამით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ და ვერ გვაიძულებენ, უარი ვთქვათ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოზე, რომელსაც ვასრულებთ ავღანეთში,“ განაცხადა დევიდ კამერონმა.
XS
SM
MD
LG