Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ავიაციამ კვლავ მიიტანა იერიში ერაყში ქურთი სეპარატისტების ბაზებზე


თურქეთის სამხედრო ავიაციამ კვლავ მიიტანა იერიში ქურთი სეპარატისტების ბაზებზე ჩრდილოეთ ერაყში. თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები განხორციელდა 85 ობიექტზე. დაღუპულთა შესახებ არ იტყობინებიან. მეამბოხეების წინააღმდეგ არმიის ოპერაცია, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყო, პასუხია ქურთისტანის მუშათა პარტიის აქტივისტების გახშირებულ თავდასხმებზე. ივლისის დამდეგიდან მათ თურქეთის ორმოცამდე ჯარისკაცი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG