Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჰუდ ბარაკმა ეგვიპტეს ბოდიში მოუხადა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა კაიროს ბოდიში მოუხადა ეგვიპტის უშიშროების ძალების ხუთი წევრის სიკვდილის გამო. ისინი დაიღუპნენ, როცა ისრაელის ჯარებმა სავარაუდო მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს სასაზღვრო რეგიონში. ბარაკის თქმით, მან გამოძიების განკარგულება გასცა. მანამდე ეგვიპტის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისრაელიდან თავის ელჩს გაიხმობს. ხუთშაბათს მეამბოხეებმა თავდასხმების სერია მოაწყვეს სამხრეთ ისრაელში, რის შედეგადაც ისრაელის 8 მოქალაქე დაიღუპა. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეგვიპტის მთავრობა აცხადებს, რომ ისრაელს აკისრებს პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას ეგვიპტელთა სიკვდილისთვის და რომ ეგვიპტის მთავრობა განიხილავს ორ ქვეყანას შორის 1979 დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. მანამდე ასობით ეგვიპტელმა კაიროში, ისრაელის საელჩოს წინ, საპროტესტო აქცია გამართა. ეგვიპტის უშიშროების ძალების თანამშრომელთა სიკვდილის შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ისრაელმა განაცხადა, რომ გამოძიებას ატარებს.
XS
SM
MD
LG