Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუდგენელმა პირმა მოკლა რუსეთის ქალაქ სერგიევ პოსადის მერი


რუსეთში მოკლეს მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ პოსადის მერი ევგენი დუშკო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის ცნობით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმეჯერ ესროლა დუშკოს, როცა ის თავისი სახლიდან გამოდიოდა. სამართალდამცველთა ვარაუდით, მკვლელობა შეკვეთილია და შეიძლება უკავშირდებოდეს დუშკოს მის სამსახურებრივ საქმიანობას ან ყოფილ ბიზნესს. მოკლულის მამის, ანატოლი დუშკოს თქმით, მის ვაჟს არაერთხელ დამუქრებიან როგორც ბიზნესმენები, ისე თვით სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. ეს ვარაუდი ანატოლი დუშკომ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
XS
SM
MD
LG