Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი სირიის პრეზიდენტს აკრიტიკებს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ვერ შეძლო წერტილი დაესვა მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებისათვის. ბან კი მუნის სიტყვებით, ასადმა არ შეასრულა დადებული პირობა, შეეჩერებინა ძალადობა სამხედროებისა და უსაფრთხოების ძალების მხრიდან. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ გუშინ სირიაში შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით დაიწყო სხდომა, რომელიც დღეს დასრულდება. სხდომაზე, რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელიც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევების უფრო საფუძვლიანი გამოძიების მოწოდებას შეიცავს. უფლებადამცველების ცნობით, ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო გამოსვლებზე, რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, სირიაში 2 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG