Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ვაჟის განცხადებით, ლიბიის ლიდერი დედაქალაქშია


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ტრიპოლიში, უსაფრთხო ადგილას იმყოფება, ირწმუნება მისი ერთ-ერთი ვაჟი საიფ ალ-ისლამი. როგორც დასავლური სააგენტოები იუწყებიან, კადაფის ვაჟი, რომლის დაპატიმრების შესახებ კვირას კადაფის მოწინააღმდეგეები საუბრობდნენ, ტრიპოლიში ჟურნალისტების წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ ის თავისუფალია. მისივე თქმით, ოპოზიციონერები ლიბიაში შესვლის შემდეგ ხაფანგში აღმოჩნდნენ, რის გამოც მათ გარდაუვალი დამარცხება ელით. ამ ეტაპზე როგორც ამბოხებულები ასევე ხელისუფლების ძალები ირწმუნებიან, რომ ტრიპოლის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ქალაქში, კადაფის რეზიდენციასთან, კვლავ გრძელდება სროლა, ისმის აფეთქებების ხმაც. მსოფლიო ლიდერები კადაფის მოუწოდებენ დატოვოს პოსტი და ამით წერტილი დაუსვას ძალადობას.
XS
SM
MD
LG