Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო


ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო დღეს განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ის აღნიშნავს, რომ ”საქართველო მიესალმება ლიბიელი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გადამწყვეტ სტადიაში შევიდა” და იმედს გამოთქვამს, რომ ”ლიბიელ ხალხს მალე მიეცემა საშუალება დაიცვას შელახული უფლებები და გამოხატოს თავისუფალი ნება ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ”ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ძალისხმევას ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქმედებებს დიქტატორ კადაფისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.” სამინისტრო იმედოვნებს, რომ ”მშვიდობიანი და დემოკრატიული ლიბია მალე დაძლევს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩამოიშორებს კადაფის მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას და მოახერხებს ახალი ლიბიური სახელმწიფოს აშენებას, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ”ლიბიაში მიმდინარე მოვლენები კარგი მაგალითია მსოფლიოს ყველა დიქტატორისთვის, რომ ხალხის თავისუფალი ნების ძალადობით და მუქარით შეჩერება შეუძლებელია.”
XS
SM
MD
LG