Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი სერბიას მოუწოდებს, მოაგვაროს ურთიერთობა კოსოვოსთან


სერბიის წარმატება თუ წარუმატებლობა ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზაზე უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ეს ქვეყანა, მოაგვაროს ურთიერთობა კოსოვოსთან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბელგრადში ვიზიტის მსვლელობაში. კოსოვოს აღიარებისკენ მას პირდაპირ არ მოუწოდებია სერბიისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ ბელგრადისა და პრიშტინის მოლაპარაკებას, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს, „კონკრეტული შედეგი“ უნდა მოჰყვეს. კერძოდ, მერკელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გაუქმდეს კოსოვოელი სერბების მიერ შექმნილი ხელისუფლების პარალელური სტრუქტურები. გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი მზად არის, წავიდეს გარკვეულ კომპრომისებზე, მაგრამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. ანგელა მერკელი დღეს ამთავრებს თავის ორდღიან ვიზიტს ბალკანეთის რეგიონში. გუშინ ის ხორვატიას სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG