Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა კადაფის რეზიდენცია დაიკავეს


ლიბიელი მეამბოხე ტრიპოლის ქუჩაში
ლიბიელი მეამბოხე ტრიპოლის ქუჩაში
ლიბიის დედაქალაქიდან იტყობინებიან, რომ ტრიპოლიში ლიბიის მმართველის, მუამარ კადაფის რეზიდენცია, ბაბ ალ-აზიზიას სიმაგრე, მეამბოხეებმა დაიკავეს. ვარაუდობდნენ, რომ კადაფი იქ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯერაც უცნობია მისი ადგილსამყოფელი. უფრო ადრე ნატომ განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი აუცილებლად დაემხობა. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება ეს. ნატოს პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა როლან ლავუაიემ კერძოდ აღნიშნა: „მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რამდენსაც უნდა ხმაურობდნენ მისი მომხრეები ტრიპოლიში, კადაფის რეჟიმმა დრო მოჭამა და ახლა ძირს ეშვება. ასე რომ, ჩვენთვის ეს მხოლოდ დროის საკითხია.“ ამასობაში ტრიპოლიში გრძელდება შეტაკებები კადაფის რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. დღესვე ტრიპოლიში ჟურნალისტებს შეხვდა კადაფის ვაჟი საიფ ალ-ისლამი, რომელზეც გუშინ იუწყებოდნენ, თითქოს ის ტყვედ აეყვანათ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG