Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ძალები ბრძოლას აგრძელებენ


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მეამბოხეებმა მუამარ კადაფის რეზიდენცია დაიკავეს. იუწყებიან, რომ კადაფის ერთგული მებრძოლები ქალაქის რამდენიმე რაიონს სარაკეტო დანადგარებით ბომბავენ. თავად ლიბიის ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია. აუდიომიმართვაში, რომელიც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გადასცა, კადაფიმ განაცხადა, რომ აგრძელებს ბრძოლას, რეზიდენციისა და ტრიპოლის დიდი ნაწილის დათმობა კი ”ტაქტიკური მანევრი” იყო. ლიბიის მეამბოხეთა საბჭოს თანახმად, ის ამნესტიას გამოუცხადებს კადაფის ყველა თანმხლებს, ვინც მას ან მოკლავს, ან დაიჭერს. საბჭოს თავმჯდომარემ, მუსტაფა ჯალილმა განაცხადა, რომ ბენღაზიელმა ინკოგნიტო ბიზნესმენმა მილიონახევარ დოლარზე ნაკლები თანხა დააწესა ჯილდოდ მისთვის, ვინც კადაფის დაიჭერს. დღესვე, ლიბიის დაზვერვის სამსახურის მეორე პირმა, მეამბოხეებს ლოიალობა გამოუცხადა.
იუწყებიან, რომ ტრიპოლიში ოთხი იტალიელი ჟურნალისტი გაიტაცეს და მათი მძღოლი მოკლეს კადაფის მომხრეებმა. გავრცელდა ცნობა, რომ ტრიპოლის სასტუმრო რიქსოსიდან გაათავისუფლეს რამდენიმე ათეული უცხოელი ჟურნალისტი, რომლებიც კადაფის მომხრეებს ჰყავდათ დაკავებული.
XS
SM
MD
LG