იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ დატოვა მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობიდანაც გადადგება. პარტიის ახალ ხელმძღვანელს ორშაბათს აირჩევენ. ახალი ლიდერი სავარაუდოდ ქვეყნის მთავრობის მეთაური გახდება. ნაოტო კანს მკაცრად აკრიტიკებდნენ მიწისძვრისა და ცუნამის შედეგებთან არასაკმარისი ბრძოლის გამო, ასევე სუსტი ეკონომიკური პოლიტიკისათვის.