Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ცსკ: არჩევნები შემდგარად ჩაითვალა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარეობს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრიან ალექსანდრ ანქვაბი, სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა. ადგილობრივი ცსკ-ის ინფორმაციით, მასში უკვე მიიღო მონაწილეობა ამომრჩეველთა 51-მა პროცენტმა და ის შემდგარად ჩაითვალა. დე ფაქტო რესპუბლიკის შს-თა მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, უსაფრთხოების დამატებითი ზომები კი, მხოლოდ გალის რაიონში მოქმედებს. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
XS
SM
MD
LG