Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ორ მილიონ ადამიანს ურჩევენ ევაკუაციას


შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ორ მილიონ მოსახლეს მატერიკის სიღრმეში ევაკუაციის განკარგულება გასცა. ეს ზომები გამოწვეულია საფრთხით, რომელსაც გრიგალი „აირინი“ უქადის შეერთებული შტატების აღმოსავლეთს. როგორც მოელიან, რამდენიმე საათში გრიგალი ჩრდილოეთ კაროლინის შტატს მიაღწევს და გააგრძელებს სვლას ჩრდილოეთისკენ. ამჟამად გრიგალის შიგნით ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და მოუწოდა მათ, სრული სერიოზულად მოეკიდონ ევაკუაციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებებს. მარტო ნიუ იორკში სამასი ათას ადამიანს ურჩიეს ევაკუაცია. შეერთებული შტატების ამ უდიდეს ქალაქში დღეს იხურება სატრანზიტო ავტომაგისტრალები და აეროპორტები. ამერიკის ავიაკომპანიებმა გადადეს ექვსი ათასზე მეტი ავიარეისი.
XS
SM
MD
LG