Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 4 დეკემბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები


რუსეთში 4 დეკემბერს გაიმართება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რუსეთში რეგისტრირებული შვიდივე პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე. დღესვე მოსკოვში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართება პირველი აქცია კამპანიისა, რომლის სახელწოდებაცაა „ფიქტიური არჩევნები -კანონგარეშე“. მისი მონაწილეები მიზნად ისახავენ სახელმწიფო სათათბიროს, მათი შეფასებით, უკანონო არჩევნების გაუქმებას. აქციის ორგანიზატორებს შორის არის ოპოზიციური მოძრაობა „მემარცხენე ფრონტი“.
XS
SM
MD
LG