Accessibility links

იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ახალი პრემიერი დაამტკიცა


იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ ფინანსთა ყოფილი მინისტრი იოსიჰიკო ნოდუ ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. კენჭისყრა უნდა გაიმართოს პარლამენტის ზედა პალატაშიც, სადაც ოპოზიცია ჭარბობს. იაპონიის წინა მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის მეთაურობით დღეს გადადგა. ისინი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG