მუამარ კადაფის რეჟიმმა ლიბიის ქალაქ მისურატასთვის ბრძოლებისას არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა - განაცხადა ორგანიზაციამ ”ექიმები ადამიანის უფლებებისათვის”. მოხსენებაში კადაფის სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების, წამების და გაუპატიურებების ფაქტებია მოყვანილი. ასევე ნათქვამია, რომ სამხედროები ბავშვებს იყენებდნენ ცოცხალ ფარად, ნატოს ავიადარტყმებისაგან დასაცავად.