Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორად კაგებეს ყოფილი აგენტი აირჩიეს


რუსეთში სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორად აირჩიეს კაგებეს ყოფილი აგენტი, გეორგი პოლტავჩენკო. მის კანდიდატურას მიემხრო რეგიონის ადგილობრივი საკრებულოს 37 წევრი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, თავი შეიკავა ხუთმა. პოლტავჩენკო მიჩნეულია პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ და მისი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წევრია. მან სანქტ პეტერბურგის გუბერნატორის პოსტზე შეცვალა ასევე პუტინის მოკავშირე, ვალენტინა მატვიენკო, რომლისთვისაც შეთავაზებული აქვთ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეობა.
XS
SM
MD
LG