Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ ორი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო პოლიციის ბლოკ-პოსტის მახლობლად ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, დაზიანდა რამდენიმე შენობა.
XS
SM
MD
LG