Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლონეთში შეხვედრა დაასრულეს


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პოლონეთის ქალაქ სოპოტში დაასრულეს ორდღიანი შეხვედრა. მათთან ერთადც შეხვედრაში მონაწილეობდნენ კანდიდატი ქვეყნების, თურქეთის, ჩერნოგორიის, მაკედონიის, ხორვატიის და ისლანდიის მინისტრები. მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოსა და მოლდავეთთან,და რომ მალე ამგვარი მოლაპარაკება უკრაინასთან დასრულდება. განხილული იქნა უკრაინის ასოცირების მცდელობის ასევე ბელორუსიის თემა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო: „მოულოდნელი არ უდა იყოს, რომ იულია ტიმოშენკოს საქმეს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს. ეს უკრაინის ხელისუფალთ განვუცხადეთ. ჩვენ გვსურს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეთანხმების შესახებ. ჩვენ ვიცით უკრაინის პოლიტიკური ვითარება“, თქვა ეშტონმა სოპოტში სადაც ბელორუსიის თაობაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ და რეჟიმის დამოკიდებულება დისიდენტების მიმართ ასევე ყურადღების ცენტრშია. ეშტონი მოელის, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი განთავისუფლებული და რეაბილიტირებული უნდა იქნას.
XS
SM
MD
LG