Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ასეულათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში


ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი გამოსვლები მოეწყო შაბათს, ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. დემონსტრანტების მოთხოვნები ეკონომიკური და სოციალური ხასიათისაა. გამოსვლები ჩატარდა ტელ-ავივში, იერუსალიმში, ჰაიფასა და სხვაგან. ტელ-ავივში, ქუჩაში გავიდა 300 ათასი ადამიანი, რაც რვა მილიონზე მცირე რაოდენობის მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, უჩვეულოა. ასეთი დემონსტრაციები ეწყობოდა ხოლმე წარსულში ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის გარშემო. შაბათის გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ საბინაო და განათლების გადასახადის, ასევე სურსათის და ჯანდაცვის ფასების შემცირებას, ამასთან ქვეყნის სიმდიდრის თანაბრად განაწილებას მოსახლეობაში.
XS
SM
MD
LG