Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერის მშობლიურ მხარეში მისმა პარტიამ არჩევნები წააგო


გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში გაიმართა ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მარცხი იწვნია კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიურმა პარტიამ, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა. კანცლერის მშობლიურ მხარეში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა სოციალ -დემოკრატუილმა პარტიამ. ადრინდელთან უკეთესი შედეგი აქვს „მემარცხენეთა“ პარტიასაც. პირველად ამ რეგიონის ისტორიაში მწვანეთა პარტიამ მოიპოვა ადგილები მხარის პარლამენტში. ლანდტაგში კვლავ ეყოლება წარმომადგენლები მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიას.
XS
SM
MD
LG