Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს გამართავს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. იგორ კოკოშკოვის გუნდს უკრაინელთა დამარცხების შემდეგ ქვეჯგუფში ორი გამარჯვება დაუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მესამე ადგილის დასაკავებლად გამარჯვება სჭირდება. თუმცა შესაძლებელია, ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მარცხითაც მიაღწიონ, ოღონდ საამისოდ ბულგარელებთან ჩვენი ნაკრების სხვაობამ 23 ქულას არ უნდა მიაღწიოს. ამასთან, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბულგარელებთან ორივე მატჩი მოგებული აქვს. D ჯგუფში ბოლო სათამაშო დღისთვის პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ ჯგუფის ფავორიტები - რუსეთი და სლოვენია 8-8 ქულით; 6 ქულა აქვს საქართველოს ნაკრებს; 5-5 ქულა აქვთ უკრაინისა და ბულგარეთის ნაკრებებს; ჯგუფის ბოლო ადგილზე კი ბელგიაა 4 ქულით.
XS
SM
MD
LG