ლიბიაში ჩაიშალა მოლაპარაკებები ამბოხებულთა და ადგილობრივ უხუცესთა შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ამბოხებულებისათვის ქალაქ ბანი ვალიდის გადაცემას. ქალაქი მუამარ კადაფის მომხრეების ერთ-ერთი ბოლო დასაყრდები პუნქტია. ქალაქი ალყაშემორტყმულია ათასობით ამბოხებულთა მიერ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს საათებში ამბოხებულებმა ქალაქის შტურმით აღება გადაწყვიტონ. ლიბიის ახალი ხელმძღვანელობა - ამბოხებულთა ნაციონალური გარდამავალი საბჭო მიიჩნევს, რომ სწორედ ბანი ვალიდს აფარებენ თავს კადაფის რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათ შორის კადაფის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე მუსა იბრაჰიმი. მათივე აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თავად კადაფიც იქ იმყოფება.
ყველაზე პოპულარული
1