Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში განახლდება ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი


კაიროში, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდეტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი განახლდება. ის დემონსტრანტთა მასობრივ ხოცვასა და კორუფციაშია ბრალდებული. მუბარაქი ყველა ბრალდებას უარყოფს. წინა ორი სასამართლო პროცესისაგან განსხვავებით, სასამართლოს თავმჯდომარემ ამჯერად უარი განაცხადა სასამართლო სხდომის სატელევიზიო ტრანსლაციაზე. კაიროში კუვეიტიდნ 10 ადვოკატი ჩავიდა, რომლებიც მუბარაქის ინტერესებს დაიცავენ. მათი განცხადებით, ამით ისინი გამოხატავენ პატივისცემას ეგვიპტის პრეზიდენტისადმი, რომელმაც 1990 წელს კუვეიტს დახმარება გაუწია, როდესაც იქ ერაყის სამხედრო ძალები შეიჭრნენ. განსასჯელთა სკამებზე სხედან მუბარაქის შვილები, ჰამალი და ალაა, ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ალ ადილი და ეგვიპტის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი.
XS
SM
MD
LG